ოქროს კარიბჭის ხიდი
ყველაზე ლამაზი, ფოტოგრაფირებადი ამერიკული სტილისა და წარმოსახვის სიმბოლო..
სულ რამდენიმე ნაგებობაა ისეთივე საერთაშორისოდ ცნობადი, როგორც ოქროს კარიბჭე. 1937 წლის 27 მაისს გახსნილ საინჟინრო სასწაულის მშენებლობას მხარს ადგილობრივი მოსახლეობა უჭერდა. ხიდმა მზარდი ქალაქი სან-ფრანცისკო საბოლოოდ დააკავშირა ჩრდილოეთთან და მარინის ოლქის თემებთან. მშენებლობის დასრულებამდე ერთადერთ გზას გოლდენ გეითის, 1,6 კილომეტრის სიგანის სრუტეზე, რომელიც წყნარ ოკეანეს სან-ფრანცისკოს ყურესთან აკავშირებს ბორანი წარმოადგენდა. სრუტეზე ხიდის აგება, მისი სირთულის გამო, ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა.
© Jeff Lewis/Tandem Stills + Motio
მშენებლობის დაფინანსება უამრავ სირთულესთან იყო დაკავშირებული, 1929 წლის დიდმა კრახმა კი პროექტი დიდი რისკის ქვეშ დააყენა. (1929 წლის კრიზისმა შეერთებული შტატების ეკონომიკა, პრაქტიკულად, მიწასთან გაასწორა.ამან კი ქვეყანაში ყველაზე მძიმე და ხანგრძლივი დეპრესია გამოიწვია, ვიდრე მსოფლიოს რომელიმე ინდუსტრიულ ქვეყანაში ოდესმე ყოფილა.) საბოლოოდ, ყურის ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირეს $35 მილიონის (დღეს 473 მილიონი აშშ დოლარი) ობლიგაციების გამოშვებას, თავიანთი სახლების, ფერმებისა და კომერციული საკუთრების დაზღვევის სახით - რამაც შესალებლობა მისა მშენებლობას 1933 წელს დაწყებულიყო. ხიდი დიდი დეპრესიის შუა პერიოდში გახდა სამუშაო ადგილების გენერატორი, სადაც 2000 კაცი დასაქმდა. ოთხ წელიწადში ხიდი ვადაზე ადრე და ბიუჯეტის ფარგლებში ააშენდა.
ორი საყრდენი კოშკი 230მ-ია წყლის ზევით. დისტანცია საყრდენ კოშკებს შორის 1.280 მ, მშენებლობის დასრულების შემდეგ ნაგებობა ყველაზე გრძელ დაკიდულ ხიდად იქცა. მას შემდეგ აშენდა ჩვიდმეტი გრძელი დაკიდული ხიდი (მათი უმეტესობა ჩინეთში), მაგრამ ოქროს კარიბჭე მათ შორის ვარსკვლავად რჩება, როგორც ყველაზე ლამაზი, ფოტოგრაფირებადი ამერიკული სტილისა და წარმოსახვის სიმბოლო.
წყარო: https://peapix.com/
Comentarios