top of page
Post: Blog2 Post
Writer's pictureSpace

კვადრატული კოშკის სახლი მესა-ვერდეს ეროვნულ პარკში, კოლორადო.

უძველეს პუებლოანთა ციხე-სიმაგრე.


კვადრატული კოშკის სახლი არის ერთ-ერთი მრავალთაგანი კლდოვან საცხოვრებელთა შორის, რომელიც აშენდა პუებლოანების წინაპრების მიერ ახლანდელი ამერიკის სამხრეთ-დასავლეთით.

© lightphoto/Getty Image


ყველაზე მაღალი ნაგებობა პარკში რვა მეტრის სიმაღლისაა. ასევე გამოირჩევა თავისი კივათი - მრგვალი, ჩაძირული ოთახი, რომელიც გამოიყენება ცერემონიებისთვის. უმეტეს რეგიონში ნაპოვნ უძველეს კივათაგან განსხვავებით, აქ მდებარე კივას აქვს ხელუხლებელი ორიგინალური თიხის, ხის სვეტებით გამაგრებული სახურავი.


პუებლოანთა წინაპრები ცხოვრობდნენ დღევანდელ ოთხი კუთხის რეგიონში, სადაც კოლორადოს, იუტას, არიზონას და ნიუ-მექსიკოს საზღვრები იყრიან თავს. გაურკვეველია, ზუსტად როდის გაჩნდა ეს კულტურა, მაგრამ ამჟამინდელი მოსაზრებით, წინაპარი პუებლოანები ამ მხარეში გამოჩნდნენ დაახლოებით 3000 წლის წინ. ითვლება, რომ მათ კლდეებში საცხოვრებლები დაცვის მიზნით ააგეს, რადგან რეგიონში ხანგრძლივი გვალვების დროს ტომები მწირი რესურსებისთვის იბრძოდნენ. ფიქრობენ, რომ ცვალებადი კლიმატი საბოლოოდ იმდენად მძიმე გახდა, რომ ადგილობრივებს კლდის საცხოვრებლების დატოვება მოუწიათ დაახლოებით ახ. წ. 1300 წელს, მშენებლობის დაწყებიდან თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ. დღეს, ბევრი კლდოვანი საცხოვრებელი აღდგენილია და მნახველებს შეუძლიათ მშენებელთა სახლებისა და კივთა დათვალიერება.


წყარო: https://peapix.com/

Comments


bottom of page